საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგების მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი მოგება “თიბისი ბანკს” ჰქონდა – 268 მლნ ლარი, რაც მთლიანად საბანკო სექტორის მოგების 41%-ია. “თიბისი ბანკის” მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო საბანკო სექტორში მისი მოგების წილი 3% პუნქტით არის შემცირებული.
მოგების სიდიდით მეორე ადგილზე “საქართველოს ბანკია”, რომელმაც იანვარ-სექტემბერში 263 მლნ ლარის მოგება ნახა. მისი მოგება გასული წლის მოგებაზე 44%-ით მეტია.
ჯამში, “თიბისი ბანკზე” და “საქართველოს ბანკზე” საბანკო სექტორის მოგების 82% მოდის.
მესამეზე “ტერაბანკია” 20 მლნ ლარის მოგებით, ხოლო მეოთხეზე “ბანკი ქართუა” 19 მლნ ლარით.
2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შესარებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 8 ბანკის მოგება გაიზარდა, ხოლო 7-ის შემცირდა.
ზარალი მხოლოდ “სილქ როუდ ბანკმა” და “პაშა ბანკმა” ნახა.