ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩინური წარმოების ჯავშანტექნიკის პირველი პარტია უკვე მიიღო. კადიროვმა ჩინური ჯავშანტექნიკის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში ჩეჩნური დანაყოფებისთვისაა გამოყოფილი.
ახალი ჯავშანტრანსპორტიორი ჩინური სამხედრო კონტრაქტორის, Shaanxi Baoji-ს სპეციალური ავტომობილების მწარმოებელი მიმართულების მიერ გამოშვებული Tigr-ი გახლავთ, რომელიც ქვეითების გადასაყვანადაა განკუთვნილი.
ახალი ჯავშანტრანსპორტიორი Tigr-ი ეკიპაჟის ორი წევრისაგან შედგება და ცხრა სრულად აღჭურვილი ქვეითის გადაყვანა შეუძლია. აღნიშნული ჯავშანმანქანა Eurosatory გამოფენაზე 2012 წელს წარადგინეს და მას შემდეგ ბაჰამის, ბოლივიის, სომალისა და ტაჯიკეთის შეიარაღებულ ძალებს მიჰყიდეს. იგი მრავალფუნქციური დანიშნულებისაა და მისი გამოყენება საპატრულო, საპოლიციო, სასწრაფო დახმარების, სამეთაურო პუნქტისა და იარაღის გადამტანი ფუნქციებითაა შესაძლებელი.
ცნობისათვის, Tiger-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს თავად რუსეთის აწარმოებს. თუმცა, როგორც ჩანს ომის მიმდინარეობიდან გამომდინარე დამატებით ჩინური Tiger-ების შესყიდვაც საჭირო გახდა. ერთი ჩინური წარმოების Tiger-ის ღირებულება დაახლოებით 320,000 აშშ დოლარია.