„რუსთავის აზოტი“ გაიყიდა

„რუსთავის აზოტი“ გაიყიდა

სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, გაიყიდა.

კომპანიის აქციათა 100% მისმა მესაკუთრე კომპანიამ – სს „ე უ ინვესთმენთსმა“ გაყიდა. მყიდველი სინგაპურში ბაზირებული მულტინაციონალური საერთაშორისო კორპორაცია – Indorama Corporation-ის ქართული შვილობილი კომპანიაა.

„ინდორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.

„ინდორამა“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სტრატეგიული ინვესტორია. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს „რუსთავის აზოტის“ საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით.