სადაზღვევო კომპანიები ზედამხედველს დააფინანსებენ

სადაზღვევო კომპანიები ზედამხედველს დააფინანსებენ

დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც, მზღვეველებს ყოველწლიური საფასურის გადახდა ეკისრებათ. საფასური წლის განმავლობაში კომპანიის მიერ გამომუშავებული პრემიის, ან მოგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის 1-1%-ით განისაზღვრება.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი 1 180 000  ლარს შეადგენს. საზედამხედველო სფეროში შემავალი პირების მიერ სამსახურის დაფინანსების შემთხვევაში, სამსახურის ბიუჯეტი 2018 წლისთვის, სავარაუდოდ 4 000 000 ლარამდე გაიზრდება, საიდანაც სამსახურის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადებით (გარდა საშემოსავლო გადასახადისა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელი ოდენობა სავარაუდოდ 1 000 000 ლარს შეადგენს.

კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ასევე ხარჯვით ნაწილზე.  კერძოდ, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური კანონპროექტის მიღების შემდგომ აღარ დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, 2018 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სავარაუდოდ შემცირება 1 180 000 ლარით.

ამასთან, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია სამსახურის დაფინანსება მიმდინარე წელს (შეჭრილი პერიოდიდან), შესაბამისი პერიოდისათვის სამსახური აღარ ისარგებლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. აღნიშნული, 2017 წლის 5 თვის პერიოდისათვის 490 000 ლარს შეადგენს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.