Samsung Galaxy S22-ის დასამზადებლად სათევზაო ბადეებს გამოიყენებენ

Samsung Galaxy S22-ის დასამზადებლად სათევზაო ბადეებს გამოიყენებენ

Samsung Galaxy S22-ის დასამზადებლად კორეული გიგანტი პლასტმასის გადამუშავებულ სათევზაო ბადეებს გამოიყენებს. როგორც ჩანს, Galaxy-ის სერიის უახლესი სმარტფონი პირველი მოწყობილობაა, რომელშიც კორეული კომპანია ახალ მასალას გამოიყენებს, ხოლო მოგვიანებით მას Samsung-ის სხვა მოწყობილობებშიც შევხვდებით – თუმცა დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით უცნობია.

გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას თუ დავუჯერებთ, მსოფლიოს ოკეანეებში, ყოველწლიურად, 640 ათასი ტონის მოცულობის სათევზაო ბადეები ხვდება – პლასტმასის ეს უხილავი ბადეები თევზებისა და ოკეანეების სხვა ბინადრებისთვის, მათ შორის მარჯნის რიფებისთვის, ძალიან სახიფათოა.

„ოკეანეებში გადაგდებული ეს სათევზაო ბადეები ჩვენს ბუნებაში არსებულ დელიკატურ ბალანს ძალიან სწრაფად არღვევს“, – ვკითხულობთ Samsung-ის განცხადებაში. „ამ ბადეების შეგროვება და გადამუშავება – პირველი ნაბიჯია ოკეანეების გასუფთავებისა და პლანეტისა და ჩვენი მომავლის გადარჩენის გზაზე“.