ცოტა ხნის წინ, Samsung Electronics-მა უახლესი სმარტფონები: Galaxy S23 Ultra, Galaxy S23+ და Galaxy S23 წარადგინა.
Galaxy-ის ახალი მოდელების კამერა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. აღსანიშნავია, რომ Galaxy-ის სმარტფონებში პირველად, Galaxy S23 Ultra-ს 200MP-იანი კამერა ექნება, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს.
გარდა ამისა, ეს მოდელი თამაშებისა და კონტენტის შექმნის მოყვარულებისათვისაც იქნება საინტერესო. მასში გამოყენებული Snapdragon® 8 Gen 2 მობილური პლატფორმა, უსწრაფესი მობილური გრაფიკისა და ინოვაციური AI-ის დახმარებით, სმარტფონის მფლობელს თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას შესთავაზებს.
Galaxy S23 Ultra-ს 5,000 mAh-იანი ელემენტი აქვს, რომელიც 20%-ით მეტ ხანს ძლებს. აღნიშნულ მოდელში ასევე ვხვდებით ჩაშენებულ სენსორულ კალამს S-Pen-ს, რომელიც Galaxy-ის მომხმარებლებისთვის უცხო არაა.
Galaxy S23 სერიის სმარტფონებში ყველა ინოვაცია მათ დიზაინს ერწყმის. აღსანიშნავია, რომ მოდელები გადამუშავებადი მასალებით იწარმოება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის eco-მდგრადობისაკენ სწრაფვას.
„ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგია იზომება არა მხოლოდ იმით, თუ რის საშუალებას აძლევს იგი დღეს ადამიანებს, არამედ იმითაც, თუ როგორ უწყობს ხელს იგი უკეთეს მომავალს. Galaxy S23 სერია არის ახალი სტანდარტების მატარებელი, სანდო, პრემიუმ კლასის სმარტფონები. სიმძლავრისა და ინოვაციების შერწყმით მივაღწიეთ მათ მაქსიმალურ წარმადობას, რომელსაც ნაკლები გავლენა აქვს გარემოზე“, – აცხადებენ კომპანიაში.