საქართველო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ამ ტიტულს ზედიზედ მეშვიდედ, მთლიანობაში კი მე-16-დ დაეუფლა. ფინალში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სტად ჟან-ბუინზე გაიმართა, მისი მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იყო.
შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ლუკა მატკავას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად გახსნა და მეტოქესთან უპირატესობა მალე კიდევ უფრო განიმტკიცა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ანგარიშით 12:3 დასრულდა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო, რის შედეგადაც თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა. ტაიმის ანგარიშად 24:7 დაფიქსირდა, მატჩის საბოლოო ანგარიშად კი, შესაბამისად, 36:10.
შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი ლელო დადო, საიდანაც ორი აკაკი ტაბუცაძის, თითო-თითო კი ვანო კარკაძისა და მიხეილ ალანიას ანგარიშზეა. გარდა ამისა, ლუკა მატკავამ ოთხი ჯარიმისა და ერთი გარდასახვის შედეგიანად შესრულება შეძლო. კიდე ერთი ზუსტი გარდასახვა კი თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.