საქართველოს ბანკი და კომპანია „აგრო დეველოპერსი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი და კომპანია „აგრო დეველოპერსი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგროსექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კომპანია „აგრო დეველოპერსთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.

კომპანია „აგრო დეველოპერსი“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და მის ძირითად მიმართულებას წვეთოვანი სარწყავი სისტემების, პივოტური მორწყვის, მრავალწლიანი ბაღების გაშენების პროექტების განხორციელება წარმოადგენს. კომპანია „აგრო დეველოპერსი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც Netafim-ის ოფიციალური წარმომადგენელია.

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა 2021 წლიდან აქტიურად დავიწყეთ და პირველი პროექტებიც უკვე 2021 წლის დასაწყისში შევასრულეთ. ჩვენი კომპანიის ძირითადი მისწრაფება საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ფერმერისთვის სამუშაო პროცესის გამარტივებაა. ავტომატიზებული სარწყავი სისტემა ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, მინიმუმამდე დაიყვანოს დამატებითი რესურსების გამოყენება, რაც საბოლოოდ მის ფინანსურ შედეგზე აისახება.

2013 წელს, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მაქსიმალური კონცენტრაცია გავაკეთეთ ადამიანური რესურსის მობილიზებაში და ინვესტიცია მათ სწავლაში ჩავდეთ. პირველ ეტაპზე ძალიან დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორი კომპანია Netafim-ი, რომელმაც გაგვიწია ინჟინრული დახმარება და მოხდა ადგილობრივი პერსონალის გადამზადება. როდესაც უკვე დავრწმუნდით, რომ გვყავს პროფესიონალი გუნდი და პროექტებიც პრობლემების გარეშე და დროულად ხორციელდება, გადავწყვიტეთ გვეფიქრა ბიზნესის განვითარებაზე და საქართველოში ესპანური სანერგე Agromillora შემოვიყვანეთ.

Agromillora-სთან ერთად გარდაბანში საექსპერიმენტო სუპერ ინტენსიური ნუშის ბაღი გავაშენეთ. ბაღზე დაკვირვებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ ავიყვანეთ გამოცდილი აგრონომები. მომხმარებლებს დღეს უკვე ისეთ სერვისებს ვთავაზობთ, როგორიცაა: ბაღის შეფასება, საირიგაციო და სასუქების გრაფიკის შედგენა, მიწის დამუშავება, ბაღის გეგმარება, მიწის ანალიზების და კლიმატური მონაცემების აღება კონკრეტულ ადგილას. ბიზნესს ვურჩევთ ანალიზების და კლიმატის მიხედვით კულტურებს და მათ ჯიშებს თუ სად რა უნდა დაირგოს“, – აღნიშნავს „აგრო დეველოპერსის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიგი არონიშიძე. S