საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია

საქართველოს ბანკს რისკების მართვის მიმართულებით გენერალური დირექტორის ახალი მოადგილე ჰყავს. გიორგი ჭილაძეს, რომელიც ბანკში ამ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა, დავით ჭყონია შეცვლის.

„გიორგი ჭილაძეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ბანკის განვითარებაში. ის 2008 წლიდან აძლიერებს ბანკის მენეჯმენტის გუნდს და სწორედ მის დაუღალავ შრომას, მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას, მაღალ პროფესიონალიზმს უკავშირდება რისკების მართვის სისტემის გაუმჯობესება. მინდა მთელი ბანკის სახელით მადლობა ვუთხრა მას 14 წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, პროგრესისთვის, არ გაჩერებისთვის და ვუსურვო მას წარმატებები. რაც შეეხება დავით ჭყონიას, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო საბანკო საქმიანობასა და რისკების მართვაში. ის სხვადასხვა წლებში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს ისეთ საერთაშორისო კომპანიებში როგორიცაა BlackRock, PIMCO, Goldman Sachs, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD).  ის ასევე იყო თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. მინდა მივულოცო მას და ვუსურვო წარმატება ახალ პოზიციაზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კიდევ ერთი პოზიციური ცვლილება, რომელიც ბანკში განხორციელდა ეხება ვახტანგ ბობოხიძეს, ის საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან სტრატეგიული მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *