ბოლო სამ თვეში რუსეთის მაღაზიებში ქურდობის შემთხვევებმა 18%-ით მოიმატა

ბოლო სამ თვეში რუსეთის მაღაზიებში ქურდობის შემთხვევებმა 18%-ით მოიმატა

ბოლო სამ თვეში, საშუალოსტატისტიკურ რუსულ მაღაზიაში ქურდობის 130 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18%-ით აღემატება, – მზარდი ტრენდის შესახებ გამოცემა RBK წერს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტრენდი არამხოლოდ საკვები პროდუქტების, არამედ ტანსაცმლის, საბავშვო ნივთებისა და სხვა ტიპის მრავალპროფილურ მაღაზიებშიც დაფიქსირდა. ამასთანავე, 34%-ით გაიზარდა ქურდობის შემთხვევები თვითმომსახურების სალაროებში.

საინტერესოა, რომ საკვები პროდუქტების მაღაზიებში, ხშირად, ნივთებს კალათიანად იპარავდნენ – 2021 წელთან შედარებით, ამგვარი ქურდობის მაჩვენებელმა 27%-ით იმატა. ყველაზე ხშირად მოპარული პროდუქტების კატეგორიაში მოხვდა ტკბილეულობა (ქურდობის შემთხვევების 19%), ძეხვი (16%), ალკოჰოლური სასმელები (14%), ყველი (13%) და ყავა და კაკაო (7%). მოპარული ნივთების საშუალო ღირებულებამ 1,500 რუბლი (~$23) შეადგინა – 25%-ით მეტი, ვიდრე შარშან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *