საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა 70 პარტნიორ კომპანიასთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო სერვისებზე სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.
შეთავაზებები მრავალფეროვანია და ბიზნესის წარმომადგენლებს ფასდაკლებას ან უფასო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ბიზნეს ქონსალთინგი, მარკეტინგი, საბუღალტრო, საგადასახადო, თუ სხვა ტიპის მომსახურებები.
დეტალურად, შეთავაზებების სრული ჩამონათვალი ხელმისავწდომია ბმულზე: https://bit.ly/3wbiJh8
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესმომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული სიახლეები შესთავაზოს. გარდა საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისა, რომელსაც ჩვენი ბიზნესმომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მუდმივად ვავითარებთ, ჩვენ მათ უამრავ არასაბანკო შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბიზნესკურსი – შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით შევქმენით. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, გვეძლევა შესაძლებლობა მეტად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს. დარწმუნებული ვართ, ის არასაბანკო შეთავაზებები, რომელიც მათ მოვუმზადეთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესების განვითარებას და მათ დაეხმარება წარმატების მიღწევაში“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც ბიზნესანგარიში საქართველოს ბანკში აქვს გახსნილი.