საქართველოს ბანკში იპოთეკურ სესხზე ევროპული დასვენების სეზონი დაიწყო

საქართველოს ბანკში იპოთეკურ სესხზე ევროპული დასვენების სეზონი დაიწყო

მთელი საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის იპოთეკურ სესხზე აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის ვინც ისარგებლებს იპოთეკური სესხით 2018 წლის 1 სექტემბრამდე – სესხის გადახდას დაიწყებს 2019 წელს. აქციის ფარგლებში, იპოთეკური სესხის ევროს ვალუტაში სარგებლობისას, მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური საპროცენტო განაკვეთით, რომელიც შეადგენს – 4%-ს (ეფექტური 4.5%-დან). იპოთეკურ სესხზე ევროპული დასვენების სეზონი, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მოცემულ პერიოდში მეტი თავისუფლებით განკარგოს საკუთარი ფინანსური სახსრები. 

საქართველოს ბანკის, იპოთეკური სესხით სარგებლობა შესაძლებელია, შემდეგი მიზნობრიობით: საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის შეძენის, ასევე ბინისა და სახლის მშენებლობის მიზნით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *