საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაგეგმილზე მეტი ფული იხარჯება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაგეგმილზე მეტი ფული იხარჯება

მიმდინარე წლის 5 თვეში (იანვარ-მაისი) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე 275 მილიონი ლარი დახარჯა. ამავე პროგრამის წლის პირველი ნახევრის (იანვარი-ივნისი) გეგმა 308 მილიონი ლარია, აქედან ივნისში დასახარჯი დარჩა 33 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხა ივნისის თვის ხარჯის დასაფარად საკმარისი არ იქნება და სამინისტროს მოუწევს ივნისის თვე მომდევნო კვარტლების გეგმიური თანხებიდან დააფინანსოს.

მიმდინარე წლის განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, საყოველთაო ჯანდაცვის საშუალო თვიური ხარჯი 55 მლნ ლარია, რაც ნიშნავს რომ წლის განმავლობაში (12 თვე) 660 მლნ ლარის ხარჯის გაწევა იქნება საჭირო. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 570 მლნ ლარის დონეზეა დაგეგმილი. შესაბამისად, პროგრამას დაახლოებით 90 მლნ ლარის დამატება დაჭირდება

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *