ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, სასტუმრო “სტამბამ” ნომინაციაში “წლის საუკეთესო ახალი კონცეფცია” გაიმარჯვა. “AHEAD Awards Europe”-ის პრესტიჟული ჯილდო “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელ დირექტორს ვალერი ჩეხერიას და კომპანიის მმართველ დირექტორს ლევან ბერულავას გადაეცათ.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ სასტუმრო “სტამბამ” მოიგო წლის ახალი კონცეფცია “AHEAD Awards”-ზე! ამაყი და ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით” – ამბობს ვალერი ჩეხერია.
“AHEAD Awards” გამოავლენს და აჯილდოვებს მსოფლიოში კრეატიულობითა და დიზაინით გამორჩეულ საუკეთესო ბუტიკურ სასტუმროებს.
სტამბა არის პირველი ქართული ბრენდი და სასტუმრო, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის სასტუმრო-ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ დაჯილდოებაზე.