სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასულ წელს 96.1 მლნ ლარი შეადგინა

სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასულ წელს 96.1 მლნ ლარი შეადგინა

2016 წელს მაუწყებლობიდან 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მხოლოდ ორმა პირმა მიიღო და მათ მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი მთელი შემოსავლის 62.8%-ს შეადგენდა, იმ პირების ჯამური შემოსავალი კი, ვინც 2016 წელს 100,000 ლარზე ნაკლები შემოსავალი მიიღო  მთელი შემოსავლების 1.4%-ს შეადგენდა.

მაუწყებლობის პირების მიერ მიღებული შემოსავლები გასულ წელს შემდეგნაირად გადანაწილდა:

2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში სულ 72 სატელევიზიო და 38 რადიო მაუწყებელი საქმიანობდა. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავალი და 96.1 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება რადიო მაუწყებლობას, მისი შემოსავალი 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 7.6%-ით შემცირდა და 12.2 მლნ ლარი შეადგინა.

სატელევიზიო მაუწყებლების შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა და სპონსორობა შეადგენდა. მათი წილი მთლიან შემოსავლებში 2016 წელს შესაბამისად 62.3% და 20.5% იყო. აღსანიშნავია, რომ რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებული შემოსავლები 2016 წელს, 2015 წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით, ზრდის ტენდეციით ხასიათდებოდა. 2016 წლის ბოლო კვარტალში ამ მაჩვენებელმა 37.9%-ით გადააჭარბა 2015 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელს.

სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2016 წელს ყველაზე დიდი წილი რუსთავი 2-ს ეკავა – 43.5% . მას მოსდევდა ტელეიმედი – 27.4%, საქართველოს მედია ქსელი – 6.8%, სტუდია მაესტრო – 5.7%. სხვა მაუწყებლების შემოსავლების ჯამურმა წილმა 16.6% შეადგინა.