სექტემბერში ფულადი გზავნილები 5.6 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 5.6 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის სექტემბერში 2017 წლის სექტემბერთან შედარებით 5.6%-ით (7 მლნ დოლარით) გაიზარდა. სექტემბერში სულ 131 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც სექტემბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს სექტემბერში საქართველოში 131 მლნ დოლარი და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.

სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 237 ათასი დოლარით მეტია 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

იანვარ-სექტემბერში, ჯამში, 1 155 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 16%-ით (159 მლნ დოლარით) მეტია.

სექტემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან და ყირგიზეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

სექტემბერი, 2017

სექტემბერი,  2018

ზრდა

იტალია

13

16.4

3.4

პოლონეთი

0.3

2

1.7

აშშ

12.6

14.2

1.6

ყირგიზეთი

0.3

1.6

1.3

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.