ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში 5%-ით გაიზარდა და ჯამში 892 463 ვიზიტორი შეადგინა.
საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. 2017 წლის სექტემბერში 491 578 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის სექტემბერში 536 302.
სექტემბერში ყველაზე მეტი (185 759) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 138 790 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 119 036 ვიზიტორით.
9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, ტურისტების რაოდენობა 18%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, სულ 6.8 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. აქედან ტურისტი 3.8 მილიონი იყო.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:
| ქვეყანა | 2018, სექტემბერი | 2017, სექტემბერი | ცვლილება% |
1 | რუსეთი | 185,759 | 145,305 | 27.8% |
2 | აზერბაიჯანი | 138,790 | 126,415 | 9.8% |
3 | სომხეთი | 119,036 | 120,604 | -1.3% |
4 | თურქეთი | 89,294 | 98,260 | -9.1% |
5 | საქართველო | 47,339 | 48,368 | -2.1% |
6 | ირანი | 27,719 | 47,454 | -41.6% |
7 | უკრაინა | 22,148 | 20,078 | 10.3% |
8 | ისრაელი | 20,392 | 15,035 | 35.6% |
9 | პოლონეთი | 11,666 | 9,137 | 27.7% |
10 | გერმანია | 11,284 | 6,958 | 62.2% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია