2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 94 მილიონი დოლარით (2.7%-ით) შემცირდა და 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. რეზერვების მოცულობა დაახლოებით მიმდინარე წლის აპრილის მაჩვენებელს დაუბრუნდა. სექტემბერში შემცირება სავალუტო აუქციონზე გაყიდულმა 40-მა მლნ დოლარმა და სამთავრობო ოპერაციებმა განაპირობა.
ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 456 მილიონი დოლარით (15%-ით) არის გაზრდილი.
2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებული 3.4 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვებიდან 3.04 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 366 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი