ბათუმში ბინების მყიდველებს შორის უცხოელების წილი 47%-მდე გაიზარდა – Colliers Georgia

ბათუმში ბინების მყიდველებს შორის უცხოელების წილი 47%-მდე გაიზარდა – Colliers Georgia

ფოტო: Getty Images

 

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,468 ერთული შეადგინა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 8.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში, ბაზრის ზომა 28.2%-ით, 100 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

კერძოდ, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის ივნისთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 26.4%-ით იკლო.

ტრანზაქციების რაოდენობა 24.5%-ით გაიზარდა მეორეულ ბაზარზე, ხოლო პირველად ბაზარზე 0.8%-იანი კლება დაფიქსირდა. Colliers Georgia-ს ცნობით, ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში უცხოელი მყიდველების წილი გასული წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა და 47% შეადგინა, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 49%-მდე შემცირდა. მისივე განმარტებით, ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 87% უცხოელ მყიდველებზე მოდის.

ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურ ჭრიშლი 22.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,455 აშშ დოლარი შეადგინა. „ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პირველადი ბაზარი იყო, სადაც მაჩვენებელმა 30.4%-ით მოიმატა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. ამასთანავე, დარეგისტრირდა რამდენიმე ძვირიანი პროექტის ტრანზაქცია,“ – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება, მეორეულ ბაზარს, ამ შემთხვევაში საშუალო შეწონილმა ფასმა 13.7%-ით მოიმატა.