O3b ქსელების შეძენა და სრული კონსოლიდაცია 2016 წლის 1 აგვისტოდან არის მოსალოდნელი. SES-ის ზრდის ტემპთან ერთად კომპანიის შემოსავლებიც მოიმატებს და 2021 წლისათვის 106 მლნ ევროს შეადგენს.
SES S.A.-ი (Euronext Paris and Luxembourg Stock Exchange: SESG) აცხადებს, რომ 2016 წლის 1 ივლისს კომპანიამ შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოებისგან თანხმობა მიიღო, გამოეცხადებინა ტენდერი O3b ქსელების შესყიდვასთან დაკავშირებით და წამოეყენებინა გარკვეული შეთავაზებები აქციონერებისათვის. აქციონერების ნაწილმა მიიღო SES-ის შეთავაზება, ხოლო ისინი, ვინც ტენდერში არ იღებდნენ მონაწილეობას, წილის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებენ. გარიგების დასრულება სავარაუდოდ, ამა წლის 1 აგვისტოსათვის არის დაგეგმილი.
SES-ი 730 მლნ-ი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, არსებული 49.1%-იანი წილის 100%-მდე გასაზრდელად; გარიგების განხორციელების შემთხვევაში, SES-ი მოახდენს 1.2 მლრდ აშშ დოლარის კონსოლიდაციას, რაც მთლიანად მიმართული იქნება O3b ქსელების ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხებისა და წარმოშობილი ვალების ანაზღაურებაზე.
O3b-ს უნიკალური და გლობალური მაღალი გამტარიანობის მქონე ქსელი აფართოებს SES-ის გლობალური დაფარვის არეალს და სატელიტურ სერვისებს, ამასთანავე ხელს უწყობს და აძლიერებს SES-ის მდგრადი ზრდის ტემპს.
გარიგება უზრუნველყოფს SES-ის მიერ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული თანხების გარკვეულწილად დაბრუნებას. გარდა ამისა, SES-ი 2017 წლისათვის გეგმავს წლიური 53 მილიონი ევროს გენერირებას კომერციული, ოპერაციული, პროდუქტების განვითარებისა და ფინანსური საქმიანობის სინერგიის გზით, რომელიც გაიზრდება წლიურ 106 მილიონ ევრომდე 2021 წლისათვის.
კარიმ მიშელ საბბაჰი, SES-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს: “O3b ქსელების 100%-იანი წილის ფლობა კომპანიისათვის მეტად მომგებიანი იქნება, როგორც სტრატეგიული ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.”
პადრეგ მაკკარტი, SES-ის ფინანსური დირექტორი აცხადებს: “O3b ქსელების – ყველაზე სწრაფად მზარდი სატელიტური ქსელის შეძენა – მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის განვითარების შესაძლებლობებს გრძელვადიან პერსპექტივაში; ასევე, მოსალოდნელია კომპანიის შემოსავლების ზრდა 32 მლნ-დან 36 მლნ აშშ დოლარამდე ყოველწლიურად, მხოლოდ სატელიტური ბიზნესიდან. ვიმედოვნებთ, რომ ორივე – SES-ი და O3b მიიღებენ სარგებელს მოსალოდნელი შერწყმისგან.“
SES-ის შესახებ
კომპანია SES-ი (Euronext Paris და Luxembourg Stock Exchange: SESG) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ს გააჩნია გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობები, ხარისხიანი მომსახურება და წარმოადგენს საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელს მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებლებთან, რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები. დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: www.ses.com.