SOLO-ს ორგანიზებით წინანდალში საშობაო კონცერტი გაიმართება

SOLO-ს ორგანიზებით წინანდალში საშობაო კონცერტი გაიმართება

ახალი, 2022 წლის მოახლოებასთან ერთად SOLO გიწვევთ სპეციალურად თქვენთვის ორგანიზებულ საშობაო კონცერტზე, რომელსაც 25 დეკემბერს წინანდალში, Radisson Collection-ი უმასპინძლებს. სტუმრებს ღონისძიებაზე ზღაპრული საახალწლო განწყობა და ყველა სხვა პირობა დახვდებათ, რათა ეს დღე განსაკუთრებულ მოგონებად იქცეს.

მუსიკალურ ნომრებს ყველასთვის ცნობილი ახალგაზრდა ქართველი არტისტები წარმოგიდგენენ, რომლებიც თქვენთვის საყვარელ და კარგად ნაცნობ ჰიტებს შეასრულებენ, კონცერტს კი მაკო მჭედლიშვილი გაუძღვება.

Line up:

კონცერტი ჩატარდება Radisson Collection-ის ამფითეატრში.

25 დეკემბერი

  • 20:00 სთ − წინანდლის მამულის ამფითეატრი
    • გიორგი გიგაშვილი, SALIO, Janngo და ნინი ნუცუბიძე, Zagareli & Orchestra.
    • 23:00 სთ, After Party − ღია სივრცე, Radisson Collection-ის მოედანი / Courtyard
      Janngo & Band

26 დეკემბერი

  • 12:00 სთ − წინანდლის მამულის ამფითეატრი
    • დღის ღონისძიებაზე შეძლებთ დააგემოვნოთ Radisson Collection-ის ცნობილი შეფის მიერ სპეციალურად თქვენთვის უნიკალური რეცეპტით შექმნილი კერძები, საშობაო კოქტეილები და სასიამოვნო მუსიკის ფონზე გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად

კონცერტის ბილეთები სპეციალური ნაკრებების სახით იყიდება და მოიცავს წინანდლის მამულის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში (Tsinandali Estate, Radisson Collection -ში ან Park Hotel Tsinandali -ში) განთავსებასა და ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს.

ღონისძიების დეტალური პროგრამის სანახავად  და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს.

CovidPass-ის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ვებსაიტზე https://covidpass.moh.gov.ge და დასქრინეთ თქვენი QR კოდი.

კონცერტი ჩატარდება რეგულაციების სრული დაცვით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *