სფეისი და ვიზა მომხმარებელს ახალ თამაშს სთავაზობს

სფეისი და ვიზა მომხმარებელს ახალ თამაშს სთავაზობს

 სრულად ციფრულმა ბანკმა სფეისმა და ვიზამ სამწლიანი პარტნიორობის მანძილზე არაერთი ინოვაციური პროექტი შექმნა ერთობლივად. მომხმარებელი კარგად იცნობს სფეისის ვიზა ბარათს, რომელიც კვების ნებისმიერ ობიექტში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, გადახდილი თანხის 5%-ს უკან აბრუნებს. მისი აქტიური გამოყენებისთვის კი მომხმარებლები ყოველ პარასკევსაც საჩუქრდებიან სფეისის უნიკალური ლოიალობის პროგრამის – სფეის თამაშის მეშვეობით.

ამ და სხვა შეთავაზებების განხორციელება სწორედ ვიზას და სფეისის მეგობრობამ განაპირობა. ამჯერად, თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიებმა AR ტექნოლოგიის გამოყენება სცადეს და შექმნეს თამაში ინსტაგრამის ფილტრის სახით.

„ჩვენი სურვილი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა არის საგადასახადო ინოვაციების ინტეგრირება საქართველოში და შესაბამისად, მუდმივად ვეძებთ განხორციელების ახალ გზებს.  დღესდღეობით, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა AR–ზე, რომელიც თავის მხრივ, სთავაზობს მომხმარებელს უნიკალურ გამოცდილებას, რაც სცდება მხოლოდ თამაშის, დასვენების, კომერციისა და ელექტრონული გადახდების ფარგლებს. AR ტექნოლოგიის გამოყენებით Visa და Space მომხმარებლებს ვაცნობთ ქეშბექის შესახებ ინფორმაციას სახალისო მეთოდით და მოვუწოდებთ მათ მიიღონ ეს გამოცდილება. საქართველოში პირველად ხდება AR ტექნოლოგიის გამოყენება საგადახდო კომუნიკაციის დროს და ჩვენ ველოდებით, თუ როგორი გამოხმაურება ექნება ამას Visa-სა და Space-ის მომხმარებლებში და როგორ განვითარდება ეს ტექნოლოგია გადახდების დროს.“ – დიანა კიღურაძე, Visa– ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

„ვიზას და სფეისის წარმატებული პარტნიორობის მთავარი მიზეზი ჩვენი საერთო ღირებულებები და ხედვაა. ვიზა ყოველთვის მზად არის მხარი დაგვიჭიროს ინოვაციური იდეების განხორციელებაში. ამჯერად თავად ვიზას გუნდი იყო ამ პროექტის ინიციატორი და ჩვენც სიამოვნებით ჩავერთეთ. ინსტაგრამ ფილტრი ერთი მხრივ, სფეის ბარათის ქეშბექის ცნობადობის ასამაღლებელი აქტივობაა და მეორე მხრივ, საშუალება, რომ ახალი ფორმატები მოვსინჯოთ კომუნიკაციაში.“ – ნინო ყაჭეიშვილი, სფეის საქართველოს კომერციის ხელმძღვანელი.

2019 წელს ვიზამ კავკასიის რეგიონში ციფრული ბანკინგის მიმართულებით თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სფეისი შეარჩია, რითაც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ციფრული ბანკინგის იდეის მხარდაჭერა დააფიქსირა.

სფეისი 2018 წელს შეიქმნა და სამი წლის თავზე 300,000-მდე მომხმარებელი შეიძინა საქართველოში და 2020 წელს გეოგრაფიული ექსპანსიაც განახორციელა: თიბისი ბანკი სწორედ სფეისის პლატფორმით შევიდა უზბეკეთში.

 

ინსტაგრამის ფილტრი | Facebook ფილტრი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *