სუდანი „სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის“ ზღვარზეა — გაეროს გენერალური მდივანი

სუდანი „სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის“ ზღვარზეა — გაეროს გენერალური მდივანი

ხარტუმში სუდანელი გენერლების განუწყვეტელი შეტაკებების ფონზე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ სუდანი სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის ზღვარზეა.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერ ფარხან ჰაკის თქმით, გუტერეში შიშობს, რომ სუდანის სამხედრო ძალებსა და სპეცრაზმს შორის დაწყებული ომი მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

სუდანში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმეთვიანი დაპირისპირება გენერალ აბდილ-ფატა ბურხანსა და გენერალ მუჰამედ ხამდან დაჯალოს შორის, მიმდინარე წლის აპრილში, ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ხაიტხამ მუჰამედ იბრაჯიმის განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში შეტაკებებს 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6000-ზე მეტი კი დაიჭრა. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდია. გაეროს მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად, 2.9 მილიონი მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.