The Times: ბრიტანეთი უკრაინისათვის ჯავშანტექნიკის გაგზავნას გეგმავს

The Times: ბრიტანეთი უკრაინისათვის ჯავშანტექნიკის გაგზავნას გეგმავს

ავტორიტეტული მედიაგამოცემა The Times-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისათვის თავდაცვითი ტექნიკის გადაცემას გეგმავს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში სავარაუდოდ ჯავშანტრანსპორტიორებს, Mastiff-ებსა და სადაზვერვო-საპატრულო ჯავშანმანქანებს Jackal-ებს გაგზავნის.

The Times-ის ცნობით, ჯავშანტექნიკა შესაბამისი შეიარაღებითა და ეკიპირებით იქნება აღჭურვილი. ტექნიკას უკრაინისაკენ ბრიტანელი სამხედროებიც გაჰყვებიან, რომლებიც უკრაინის რომელიმე მეზობელ ქვეყანაში დაბანაკდებიან და უკრაინელი სამხედროებისთვის ტექნიკის სამართავ წვრთნებს ჩაატარებენ.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მომდევნო სამხედრო დახმარების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *