თებერვალში დეპოზიტარებმა რუსული ბანკებიდან 1.2 ტრილიონი რუბლი გაიტანეს

თებერვალში დეპოზიტარებმა რუსული ბანკებიდან 1.2 ტრილიონი რუბლი გაიტანეს

მიმდინარე წლის თებერვალში დეპოზიტარებმა რუსული ბანკებიდან დეპოზიტების 3.5%, ანუ 1.2 ტრილიონი რუბლი გაიტანეს, რაც დეპოზიტების გადინების უდიდესი თვიური მაჩვენებელია უკანასკნელი თოთხმეტი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების უდიდესი ნაწილი დეპოზიტარებმა თებერვლის ბოლო კვირაში, რუსეთის მიერ ლუჰანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ გაიტანეს.

„სანქციების ფონზე უმსხვილესი რუსული ბანკების გარშემო შექმნილმა ნეგატიურმა საინფორმაციო ფონმა მოსახლეობაში რუბლსა და ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაზარდა“, – ვკითხულობთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში. ცენტრალური ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ მოჭარბებული მოთხოვნა ნაღდ ფულზე დაასტაბილურა მარეგულირებლის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 20%-მდე გაზრდამ, რამაც, თავის მხრივ, ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *