თებერვალში ექსპორტი 5 პროცენტით შემცირდა

თებერვალში ექსპორტი 5 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის თებერვალში, 2015 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 5%-ით (8.5 მლნ დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი 25%-ით (144 მილიონი დოლარით) გაიზარდა. თუმცა, თუ მიმდინარე წლის თებერვლის ექსპორტს 2014 წლის თებერვალს შევადარებთ, 27%-ით (57 მილიონი დოლარი) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013 წლის მაჩვენებელსაც.

2016 წლის თებერვალში საქართველოს საქონლით ექსპორტმა 158.7 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტმა 723.1 მილიონი დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 564 მილიონი დოლარი იყო, რაც 2015 წლის თებერვლის უარყოფით ბალანსზე 153 მილიონი დოლარით მეტია.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 მარტს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *