თებერვალში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.1 პროცენტით გაძვირდა

თებერვალში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.1 პროცენტით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით თებერვალში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.1%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 3.6% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 1.1%-ით გაძვირდა.

თებერვალში ფასების ზრდა ძირითადად სურსათის და უალკოჰოლო სასმელების 1.1%-ით გაძვირებამ განაპირობა. შაქარი და ტკბილეული 5.4%-ით გაძვირდა, ზეთი 4.9%-ით, მინერალური, წყაროს წყალი და უალკოჰოლო სასმელები 2.3%-ით. საავტომობილო საწვავი 3.7%-ით გაძვირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ავეჯი და საოჯახო ნივთები გაძვირდა – 12.3%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 9.8%-ით გაიზარდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელები 6.2%-ით გაძვირდა, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 8.1%-ით.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებელი

წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *