თებერვალში საქართველოში 19 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

თებერვალში საქართველოში 19 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, 2015 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. 2015 წლის თებერვალში 101 046 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის თებერვალში 120 215. იანვარ-თებერვალში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 11.2% შეადგინდა.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2015 წლის თებერვალთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. 2015 წლის თებერვალში 290 929 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის თებერვალში კი 360 402. ყველაზე მეტი (113 832) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 91 167 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 57 028 ვიზიტორით. ირანი, რომელსაც საქართველომ ვიზა 15 თებერვლიდან გაუუქმა, მე-6 ადგილზეა 1 718 ვიზიტორით.