Tbilisi Open Air წელს 24-26 ივნისს, ტრადიციულად, ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდა. ფესტივალზე მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და 3 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი შოუ შესთავაზეს მსმენელს. ფესტივალის 3 სხვადასხვა სცენაზე ისეთი უცხოელი და ქართველი არტისტები ვიხილეთ, როგორებიც არიან: alt-J, Rhye, Cigarettes After Sex, MokuMoku, Bedford Falls და ბევრი სხვა.
26 ივნისს მსმენელი განსაკუთრებული ემოციებით ელოდა უკრაინულ ჯგუფ Океан Ельзи-ს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ესტუმრა Tbilisi Open Air-ს.
ბენდის ერთ-ერთ ცნობილ მელოდიაზე “Незалежність” თიბისიმ ვიდეორგოლიც მოამზადა, რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ: https://www.facebook.com/watch/?v=1404602320037604
სულ შენთანაა: გულწრფელი გრძნობები – ზუსტად ამ სიტყვებით გადმოსცა თიბისიმ ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი. იდეის ავტორი მერი გიორგობიანი, ხოლო რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია. საწარმო კომპანია „ენკენი ფილმსმა“ კი, 2 წუთში ყველა იმ ნამდვილ გრძნობას მოუყარა თავი, რაც ჩვენს ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.
აღსანიშნავია, რომ Океан Ельзи-ს, შემოქმედებითი გუნდის და თიბისის ინიციატივით ვიდეორგოლის დამზადების თანხის ნაწილი უკრაინის თანადგომის ფონდში ჩაირიცხა.
ამ ეტაპზე, თიბისის მხარდაჭერით უკრაინის თანადგომისთვის გამოყოფილ საქველმოქმედო ანგარიშზე 2 მილიონამდე ლარია შეგროვებული.