თიბისის ახალი პროდუქტი - განაწილება

თიბისის ახალი პროდუქტი - განაწილება

თიბისი მომხმარებლებს ახალ, ინოვაციურ სერვისს, განაწილებას სთავაზობს. პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე ფუნქციონირებს, როგორც BNPL- Buy Now, Pay Later (შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით). თიბისის განაწილებით შეგიძლია ყიდვა ახლა, გადახდა – მოგვიანებით.

განაწილება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ნივთი დღეს, და ღირებულება გადაიხადონ 4 თვის განმავლობაში ყოველგვარი საპროცენტო გადასახადებისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე.

რატომ თიბისი განაწილება და რა არის მისი უპირატესობები:

  • ეფექტური 0 % (არ მოიცავს არანაირ დამატებით საკომისიოს) – იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს პროდუქტი;
  • წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი;
  • ავტომატიზებული პროცესი;

როგორ გამოვიყენოთ თიბისი განაწილება:

  • თიბისი განაწილებით სარგებლობა მაღაზიაში, პოს ტერმინალზე გამოსახული QR- კოდის დასკანერებითაა შესაძლებელი;
  • კოდის დასკანერებისთვის მომხმარებელი უნდა შევიდეს ციფრულ ბანკში;
  • QR-ის დასკანერების შემდეგ, გამოჩნდება განაწილების ძირითადი პირობები და გადახდის გრაფიკი;
  • განაწილების პირობების გაცნობისა და ხელშეკრულების დადასტურების შემდეგ, სასურველი პროდუქტი უკვე შენია;
  • ამ ეტაპზე პროდუქტით სარგებლობა შეუძლია 18 წელს ზემოთ მყოფ პირებს, ვისაც წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი აქვთ.

„თიბისი უკვე 30 წელია ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე. ახალი პროდუქტი – განაწილება სრულ თანხვედრაშია ამ მიზანთან და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლებზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია, შეიძინო ნივთი აქ და ახლა და გადაიხადო საფასური განაწილებით. არსებული მომსახურებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე 30-მდე ბრენდულ მაღაზიაში შეუძლიათ. ჩვენი პარტნიორი მაღაზიების რიცხვი დღითიდღე იზრდება, რათა კიდევ უფრო მარტივი გახდეს თიბისის მომხმარებლების ყოველდღიურობა,“ – აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

30 წლის განმავლობაში თიბისი მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი და დამფინანსებელი გახდა, რომელიც სხვადასხვა პროცესების დაჩქარებასა და გამარტივებას ემსახურება. თიბისისთვის მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივება პრიორიტეტული საკითხია და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ახალი პროდუქტი განაწილება, რომელიც კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის სასურველი პროდუქტების შეძენასა და საფასურის გადახდას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *