თურქული სამხედრო კონტრაქტორის, Roketsan-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიის მიერ შექმნილი ლაზერით მართვადი მცირე ზომის სარაკეტო სისტემა Mete მასობრივი წარმოებისათვის უკვე მზადაა. აღნიშნულ სიახლეს კომპანია Twitter-ზე აქვეყნებს და თან რაკეტის გამოცდის ვიდეომტკიცებულებასაც ურთავს.
Ailemizin en küçük üyesi #METE seri üretime hazır! 🚀 pic.twitter.com/CfXg786BaP
— Roketsan (@roketsan) May 18, 2023
Roketsan-ის მიერ შექმნილი სარაკეტო სისტემისა და ლაზერით მართვადი რაკეტა Mete-ის საცეცხლე-საოპერაციო რადიუსი 1 კილომეტრია, წონა კი მხოლოდ 3 კილოგრამი. მისი გაშვება უპილოტო საფრენი და სახმელეთო აპარატებიდან შეიძლება.
გარკვეული პერიოდის წინ სამხედრო კონტრაქტორის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაკეტის გამშვებს, საკუთარი მართვისა და კონტროლის ინფრასტრუქტურის დამსახურებით, მართვადი რაკეტების გაშვება სხვადასხვა პლატფორმიდან შეეძლება.
ცნობისათვის, Roketsan-ი სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი სამხედრო კომპანიაა. მის მიერ შექმნილი ამუნიცია თურქული უპილოტო საფრენი აპარატ Bayraktar TB2-ის გამოყენებით სირიის, მთიანი ყარაბაღისა და უკრაინის კონფლიქტებში სხვადასხვა საომარ სიტუაციაში ხშირად გამოიყენებოდა.