TKT FLY საზღვრებს გარეთ გადის

TKT FLY საზღვრებს გარეთ გადის

TNET ყველაზე დიდი ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემაა, რომელიც 11 პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. თინეთის ეკოსისტემაში შემავალი ერთ-ერთი პლატფორმა, TKT.GE ახალ ბაზარზე შედის.

Visa-სთან პარტნიორობით TKT FLY  საქართველოს საზღვრებს გასცდა და ამჯერად, მოგზაურობის მოყვარულ Visa პრემიალური ბარათების მფლობელებს სომხეთში უმზადებს სპეციალური შეთავაზებას.

შეთავაზების პრინციპები ასეთია:

  • ირჩევ ნებისმიერ ქალაქს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში;
  • ავიაბილეთის ჯამურ თანხას აკლდება 20% (მაქსიმუმ 100$);
  • ავიაბილეთებზე ფასდაკლება ხელმისაწვდომია სომხეთში გაცემულ Visa პრემიუმ ბარათებზე;

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლისთვის მოგზაურობა უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, დღეიდან – 31 აგვისტოს ჩათვლით, სომხეთში გაცემული Visa ბარათის მფლობელები ავიაბილეთებს ექსკლუზიური შეთავაზებით შეიძენენ.

TKT FLY-ზე ყველაფერი მარტივია. მომხმარებელი ეძებს სასურველ ქალაქს, ყიდვის ბოლო წუთამდე რჩება საიტზე და რაც მთავარია, მხადაჭერის გუნდი 24 საათის განმავლობაში მზადაა დაეხმაროს მომხმარებელს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში“ — ნათქვამია TNET-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი შეთავაზების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.tkt.ge