Turkish Airlines-ი $761-მილიონიანი ზარალის შესახებ აცხადებს

Turkish Airlines-ი $761-მილიონიანი ზარალის შესახებ აცხადებს

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 5.58 მილიარდი ლირის, იმავე $761 მილიონის ოდენობის ზარალის შესახებ აცხადებს. კომპანიის 2020 წლის შემოსავლებზე, ბუნებრივია, სერიოზული გავლენა პანდემიამმოახდინა.

2019 წელს კომპანიის ვალი 106.1 მილიარდ ლირას შეადგენდა, 2020 წლის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 147.9 მილიარდ ლირამდე გაიზარდა.

„არსებულ შეზღუდვებს უდიდესი გავლენა ექნება გლობალურ ავიაინდუსტრიაზე“, – განაცხადეს კომპანიაში, რის გამოც  2021 წელთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრების მოლოდინი არც ისე დიდია.

ცნობისთვის, თურქული ავიაკომპანიის შემოსავალი 2019 წელს 75.1 მილიარდი ლირა იყო, ეს მაჩვენებელი 2020-ში 46.4 მილიარდამდე შემცირდა, მაშინ როდესაც ფინანსური დანახარჯები საპროცენტო გადახდებისა და სხვა ფაქტორების გამო 1.74 მილიარდი ლირიდან 5.9 მილიარდ ლირამდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.