უკრაინული გაზის კომპანიების Naftogaz-ისა და GTSOU-ის მოთხოვნა, Nord Stream 2-ის მილსადენის გერმანული სერტიფიცირების მიმდინარე პროცედურებში ჩართვასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება. გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად სერტიფიცირების პროცესში უკრაინული კომპანიების მოწვევას გერმანიის ფედერალური ქსელური სააგენტოც ადასტურებს.
რუსული გაზის ამოტუმბვის მიზნით, გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა Nord Stream-ის მილსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. გერმანული მხარის განცხადებით, შვეიცარიაში დაფუძნებულმა კონსორციუმმა ექსპლუატაციის ლიცენზიისთვის კომპანია გერმანული კანონმდებლობის მიხედვით უნდა დააგეგმაროს. მარეგულირებლის ინფორმაციით, შვეიცარიულმა კომპანიამ გადაწყვიტა, არ გარდაქმნილიყო გერმანულ კომპანიად, თუმცა მათი კანონმდებლობის მიხედვით, გერმანიის ტერიტორიაზე მილსადენის საკითხების მოსაგვარებლად შვილობილი ფირმები ჩამოაყალიბა. მარეგულირებელმა ასევე აღნიშნა, რომ განაცხადის განხილვა მხოლოდ შვილობილი კომპანიებისთვის ძირითადი აქტივებისა და ბიუჯეტის გადაცემის შემდგომ მოხდება.
თავის მხრივ, Nord Stream 2-მა, რომელიც უკვე ინფორმირებულია მარეგულირებლის მიერ, დასძინა, რომ პროცედურის დეტალებთან დაკავშირებით, ისევე როგორც მის შესაძლო ხანგრძლივობასა და ექსპლუატაციაში ჩაშვების ზუსტ თარიღზე, კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ Nord Stream 2-ის მილსადენის მშენებლობას ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის რამდენიმე ქვეყანა დაწყების დღიდან ეწინააღმდეგება. ლიდერებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი მილსადენს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს, თუმცა სიტუაციას ევროპაში გაზის ფასების გლობალური ზრდაც ამძიმებს. Nord Stream 2-ის მშენებლობა კი მნიშვნელოვან დარტყმას უკრაინას აყენებს. მილსადენი, რომელიც მის ტერიტორიას გვერდს უვლის, შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის მიზეზი გახდება.
ფოტო: REUTERS/Maxim Shemetov