უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 23%-ით გაიზარდა

უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 23%-ით გაიზარდა

წლის პირველ კვარტალში უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 23,3%-ით გაიზარდა და 434,6 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 82 მილიონით გაიზარდა.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია.

2017 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 786,282 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.