უზბეკეთის ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო კომპანიები

უზბეკეთის ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო კომპანიები

უზბეკეთში, 2020 წელს ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო კომპანია AMMC იყო. აღნიშნული კომპანია სამთო მრეწველობისა და მეტალურგიის დარგში წამყვანია. უზბეკური მედიის ცნობით, ყველაზე მომგებიანი სახელმწიფო კომპანიების სია გასულ თვეს უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სამსახურმა გამოაქვეყნა.

სიის მიხედვით, ყველაზე მომგებიანი ათი კომპანია შემდეგია:

(თანხები მითითებულია უზბეკურ ეროვნულ ვალუტაში და დაკონვერტირებულია აშშ დოლარში 2021 წლის 11 ივნისის კურსის მიხედვით)

1. AMMC – 3.9 ტრილიონი უზბეკური სუმი ($370 მლნ);
2. Uzbekneftegaz (ნავთობკომპანია) – 3.4 ტრილიონი უზბეკური სუმი ($322 მლნ);
3. Ferganaazot (სასუქების მწარმოებელი კომპანია) – 292.6 მილიარდი უზბეკური სუმი ($27.7 მლნ);
4. Uzmetkombinat (მეტალურგიული კომბინატი) – 218.5 მილიარდი უზბეკური სუმი ($20,7 მლნ);
5. Khududgaztaminot (გაზის კომპანია) – 211.2 მილიარდი უზბეკური სუმი ($20 მლნ);
6. Coca-Cola Uzbekistan – 205.7 მილიარდი უზბეკური სუმი ($19.5 მლნ);
7. Ucell (მობილური კავშირგაბმულობის კომპანია) – 199.8 მილიარდი უზბეკური სუმი ($18.9 მლნ);
8. Uzshahar Qurilish Invest – 168.8 მილიარდი უზბეკური სუმი ($16 მლნ) ;
9. Uzavtosanoat (ავტომწარმოებელთა ზედამხედველი კომპანია) – 160.3 მილიარდი უზბეკური სუმი ($15.1 მლნ);
10. Commodity and Raw Materials Exchange – 94.8 მილიარდი უზბეკური სუმი ($8.9 მლნ).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *