ვიეტნამის დედაქალაქი კვლავ მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქია

ვიეტნამის დედაქალაქი კვლავ მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქია

AirVisual-ის ინფორმაციით, კვირის დასაწყისში ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, სახიფათო მცირე ნაწილაკების,  PM2.5-ის დონემ ორშაბათს ჰანოიში კუბურ მეტრზე 187 მიკროგრამი შეადგინა, რაც ქალაქების საერთაშორისო სიაში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჰაერის დაბინძურების მკვლევრების მოსაზრებით, აღნიშნული მაჩვენებლისა და ქალაქის თავზე სმოგის დაფიქსირების მიზეზი ქალაქში არსებული დიდი რაოდენობით ავტომობილი და მშენებლობებია. ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის ანგარიშებიც.

მსოფლიო ბანკის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, ჰანოიში რეგისტრირებული 8 მილიონი ერთეული ავტომობილის ემისიები ჰაერის მავნე ნაწილაკებით დაბინძურების 30%-ზე იყო პასუხისმგებელი. 30%-ს შეადგენდა მშენებლობების, საწარმოებისა და ზოგადად ინდუსტრიული ემისიების წილიც დაბინძურებაში.

ცნობისათვის, ძლიერი სმოგისა და ჰაერის დაბინძურების გამო ჰანოის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების გაუქმება ხშირად უწევთ. ბოლოს, 2 თებერვალს, იმავე მიზეზით 100 ფრენა გადაიდო.

Photo Credits to: REUTERS/Khanh Vu