საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა, 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
სიაში არიან:
მეკარეები – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.
მცველები – საბა კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.
ნახევარმცველები – გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი.
თავდამსხმელები – ბუდუ ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. ნაკრები 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.