ვინ/რა არის რეზიდენტი?

ვინ/რა არის რეზიდენტი?

რეზიდენტი (ინგლისურად Resident) არის ფიზიკური პირი (ადამიანი), რომელიც ფაქტობრივად იმყოფება ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე (მაგალითად, საქართველოს) 182 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში, ან იმყოფება უცხოეთში სახელმწიფო სამსახურში (მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო სამსახურში). რეზიდენტი არის იურიდიული პირიც (საწარმო, ორგანიზაცია), მისი საქმიანობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

რეზიდენტის სტატუსის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს დაბეგვრის მიზნით. გადასახადებს ფიზიკური და იურიდიული პირები ძირითადად იმ ქვეყნის ბიუჯეტში იხდიან, რომელი ქვეყნის რეზიდენტებიც არიან.