Visa საქართველოში დამატებით 300,000 აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის

Visa საქართველოში დამატებით 300,000 აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის

Visa-ს გუნდი საქართველოში უზრუნველყოფს მყისიერი დახმარების სახით 200 ათასი აშშ დოლარის გადაცემას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის და 100 ათასი აშშ დოლარს, Visa ბარათით გადარიცხულ თითოეული შემოწირულობის გასამმაგების შედეგად გამოყოფს.

მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, Visa-ს გუნდი საქართველოში, უერთდება მყისიერი ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას, რომელიც მიმართულია უკრაინაში კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების დახმარებაზე და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას დამატებით ფიქსირებულ  დონაციას  200 ათასი აშშ დოლარის ოდენობით გადასცემს.  გარდა ამისა, Visa საქართველოში, საქართველოს წითელი ჯვრის  ვებგვერდზე[1], Visa ბარათით განხორციელებული, თითოეული შემოწირულობის გასამმაგების შედეგად 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს.  მიღებული შემოწირულობების საბოლოო ბენეფიციარი – უკრაინის წითელი ჯვარი, დაზარალებულ მოსახლეობას  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ მარაგებსა და სერვისებს მიაწვდის.

Visa-ს გუნდი საქართველოში, მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს,  Visa  ბარათის მფლობელებს, შეუერთდნენ კამპანიას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად და წვლილი შეიტანონ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ინდივიდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებაში. www.redcross.ge-ზე შექმნილი სპეციალური ონლაინ პლატფორმის საშუალებით,  საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია შემოწირულობის გადარიცხვა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომელიც განადგურების საფრთხისა და ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა უკრაინაში ღია სამხედრო ინტერვენციის შედეგად.

„Visa-ს გუნდი სიკეთისა და მშვიდობის მხარეს დგას. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ოჯახებსა და მეგობრებს, რომლებიც განადგურებისა და გაჭირვების წინაშე დგანან, სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ჰუმანიტარულ დახმარებაზე მიმართულ ძალისხმევას. ამ მიზნით, ჩვენ მყისიერ დონაციას გამოვყოფთ წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის საქართველოში, რომელიც გადაეცემა წითელ ჯვრის ორგანიზაციას უკრაინაში, და ამავდროულად, გავასამმაგებთ Visa ბარათით განხორციელებულ თითოეულ შემოწირულობას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვებ.გვერდზე.  მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც უკრაინელი ხალხის დიდი ხნის მეგობრებს, შეუერთდნენ კამპანიას და წვლილი შეიტანონ ჰუმანიტარულ დახმარებაში“, – განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს ფონდების მოძიებას უკრაინაში დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ჩვენ  ვიზასთან ერთად დავიწყეთ  ფონდების მოძიების ერთობლივი კამპანია. ამ ეტაპზე ვიზამ უკვე გადმორიცხა 200 000 აშშ დოლარი, რაც სრულად გადაერიცხება უკრაინის წითელ ჯვარს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ფონდების მოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორი აქტიურად ერთვება დაზარალებული ხალხის დახმარების საქმეში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ უკრაინაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო Visa-ს ამ ჩართულობისთვის და ვიმედოვნებ, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“.  – აღნიშნა ნათია ლოლაძემ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა. 

ზემოაღნიშნული ძალისხმევის გარდა, Visa Foundation-მა უკვე გამოყო 2 მილიონი აშშ დოლარი უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მხარდასაჭერად, რომელიც გრანტის სახით გადაეცა აშშ-ს ფონდს UNICEF-ისთვის, ხოლო დამატებით 1 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო Visa-ს თითოეული თანამშრომლის მიერ UNICEF-ის და წითელი ჯვარის ფონდებში შეწირულობების გასამმაგების მიზნით.

[1] https://donate.redcrossredcrescent.org/ge/supportukraine/~my-donation?_cv=1  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *