მოსკოვის საფონდო ბირჟაზე რუსული სააქციო საფინანსო კორპორაცია Система-ს აქციების კვოტირების შემდეგ, მისი ხელმძღვანელის ვლადიმერ ევტუშენკოს ქონება 900 მილიონი დოლარით შემცირდა.
რუსული Forbes-ის ვერსიით, ვაჭრობის დაწყებამდე 3 მაისს, ევტუშენკოს ქონება 1,85 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ვაჭრობის დახურვის შემდეგ 2,6 მილიარდ დოლარს.
2 მაისს კი Forbes-ს ევტუშენკოვის ქონება 3.5 მილიარდ დოლარად ჰქონდა შეფასებული. ამ მაჩვენებლით მან რუსეთის 200 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში 30-ე ადგილი დაიკავა. მილიარდერის ქონების 70% სწორედ Система-ზე მოდის.
Система-ს ფასიანმა ქაღალდება ვარდნა ვაჭრობის გახსნისთანავე დაიწყო. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ “როსნეფტმა” და “ბაშნეფტმა” მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში Система-ს წინააღმდეგ 106.6 მილიარდი რუბლის ოდენობის სარჩელი შეიტანეს. დავა იმ პერიოდს ეხება, როდესაც Башнефть-ის აქციები Система-ს მფლობელობაში იყო. კომპანიები მიიჩნევენ, რომ Башнефть-ის აქციების ფასის შემცირება მანიპულირების გზით მოხდა.