მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ადამიანების 1%-ს, რაც 73 მილიონ ადამიანს შეადგენს, იმდენივე ქონება აქვს, რამდენიც პლანეტის მოსახლეობის 99%-ს ერთად აღებული. სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაცია Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 62 ადამიანს იმდენივე ქონება აქვს, რამდენიც 3,6 მილიარდ ყველაზე დაბალშემოსავლიან ადამიანს.
“2010 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 0,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, ამავე პერიოდში დედამიწის შედარებით უზრუნველყოფილი მოსახლეობა თითქმის ერთი ტრილიონით გაღარიბდა და ქონების 41% დაკარგა”, – ნათქვამია „ოქსფამის“ ანგარიშში.