2016 წელს ფულადი გზავნილები 71 მლნ დოლარით გაიზარდა

2016 წელს ფულადი გზავნილები 71 მლნ დოლარით გაიზარდა

2016 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები, 2015 წელთან შედარებით, 71 მლნ დოლარით (7%-ით) გაიზარდა, ხოლო 2013 წელთან შედარებით 326 მლნ დოლარით (22%-ით) შემცირდა. 2015 წელს საქართველოში 1 080 მლნ დოლარი, ხოლო 2016 წელს 1 151 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

ამავე დროს, 2016 წელს, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც გაიზარდა, 2015 წელთან შედარებით 23 მლნ ლარით მეტი გადაირიცხა, ჯამში 194 მლნ ლარი.

საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად ისრაელიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და იტალიიდან  გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, ისრაელიდან ჩამორიცხვები 28 მლნ დოლარით, აშშ-დან 27.6 მლნ დოლარით, თურქეთიდან 18.1 მლნ დოლარით და იტალიიდან 12.2 მლნ დოლარით გაიზარდა. 38 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან.

ცხრილი – ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით, მლნ აშშ დოლარი: