საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა. 2016 წლის დეკემბერში კი, 2015 წლის დეკემბერთან შედარებით, ზრდა 0.3% იყო. მეოთხე კვარტლის საშუალო ზრდამ 1.2% შეადგინა.
2017 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.