საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4.4%-ით გაიზარდა. 2017 წლის იანვარში ზრდა 5.2% იყო.
წინასწარი ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.2%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4%-იან ზრდას პროგნოზირებს.