2021 წელს საქართველოს საგარეო ვალი 1.2 მლნ დოლარით გაიზარდა და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელმა, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია, 117% შეადგინა. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ 131% იყო.
ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2021 წელს მთავრობის საგარეო ვალი 528 მლნ დოლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვალი 371 მლნ დოლარით გაიზარდა. 181 მლნ დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 231 მლნ დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები.
საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარი
2019 | 2020 | 2021 | ზრდა/კლება | |
სამთავრობო სექტორი | 5,726 | 7,428 | 7,957 | 528 |
ეროვნული ბანკი | 450 | 583 | 954 | 371 |
კომერციული ბანკები | 4,497 | 4,403 | 4,584 | 181 |
პირდაპირი ინვესტიციები: კომპანიათაშორისი სესხები | 3,326 | 3,247 | 3,478 | 231 |
სხვა სექტორები | 4,652 | 4,962 | 4,864 | -98 |
მთლიანი საგარეო ვალი | 18,650 | 20,623 | 21,836 | 1,213 |
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი