მობილური ინტერნეტის ერამ კომუნიკაციების სფერო ახალ საფეხურზე აიყვანა. 4G და 4.5G ინტერნეტი და ჭკვიანი ტელეფონების მრავალფეროვანი შეთავაზება მომხმარებლებს სულ უფრო აქტიურად „ითრევს“ მობილური ინტერნეტის ქსელში. გამონაკლისი არც საქართველოა.
2018 წლის მხოლოდ ივნისის მონაცემებით, ინტერნეტმომსახურებით მობილური აბონენტების 47.6 %-მა, ანუ 2,327,576 აბონენტმა ისარგებლა (აბონენტების რაოდენობა ითვლება SIM ბარათით, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ერთხელ მაინც განხორციელდა რაიმე სახის აქტივობა). აღსანიშნავია, რომ მობილური ინტერნეტის ფასით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა.