წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო

წლის პირველ ნახევარში საქართველომ ტურიზმიდან $1.3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება. 2018 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან $1,36 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ივნისზე მოდიოდა და ის 325 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, 2017 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. 2018 წლის ივნისში 399 989 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის ივნისში 331 439.