ევროკავშირის ენერგეტიკული დამოკიდებულების ვიზუალიზაცია

ევროკავშირის ენერგეტიკული დამოკიდებულების ვიზუალიზაცია

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, აშშ-მ და ევროკავშირმა დააწესეს მძიმე სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის დაშლას. თუმცა ამ გაბედულ ქმედებებს მოჰყვება რიგი პოტენციური გართულებები: რუსეთი არა მხოლოდ მსოფლიოში ენერგეტიკული პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, არამედ კერძოდ ევროპის კონტინენტისთვისაც საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელი.

2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ევროკავშირის მიერ იმპორტირებული ნავთობის 25% რუსეთიდან მოდიოდა, რაც სამჯერ მეტია სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან იმპორტირებულ ნავთობზე. ბუნებრივია, მიმდინარე მოვლენების ფონზე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებებზე, რომლებმაც რუსულ ენერგორესურსებზე ამგვარი დამოკიდებულება გამოიწვია. მოცემული ინფოგრაფიკა ასახავს „ევროსტატის“ მონაცემებს, რომლებიც არსებული მდგომარეობის ვიზუალიზაციაში დაგეხმარებათ.

ენერგეტიკული დამოკიდებულება ქვეყნების მიხედვით

პირველ რიგში, შევადაროთ ევროკავშირის თითოეული წევრის ენერგეტიკული დამოკიდებულება 2000 და 2020 წლების მდგომარეობით. ეს მეტრიკა გვიჩვენებს, თუ რამდენად დამოკიდებულია ქვეყანა იმპორტზე თავისი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

გაითვალისწინეთ, რომ დანიის 2000 წლის მაჩვენებელი (-35.9%) არ არის ბეჭდვითი შეცდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ენერგორესურსების წმინდა ექსპორტიორი იყო.

მოცემულ ოცწლიან პერიოდში, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ენერგეტიკული დამოკიდებულება 56.3%-იდან 57.5%-მდე გაიზარდა.

ევროკავშირის ენერგორესურსების იმპორტის წარმოშობა

ენერგორესურსების იმპორტის გამოკვლევა ცხადყოფს, რომ რუსეთი არის ნედლი ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი. დამატებითი დეტალები იხილეთ ქვემოთ.

ქვანახშირის იმპორტი

ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები კვლავ გამოიყენება ევროკავშირის მასშტაბით, თუმცა წევრი ქვეყნების უმეტესობა 2030 წლისთვის მათ გაუქმებას გეგმავს.

რუსეთს მსოფლიოში ქვანახშირის სიდიდით მეორე მარაგი „როსნეფტი“ და „გაზპრომი“. აქვს. 2020 წელს ქვეყანამ 328 მილიონი ტონა ქვანახშირი მოიპოვა და ამ მხრივ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.

ბუნებრივი აირის იმპორტი

ბუნებრივი აირი ჩვეულებრივ გამოიყენება შენობებისა და წყლის გასათბობად. ევროკავშირის მარაგის დიდი ნაწილი რუსეთიდან „ნორდ სტრიმის“ მილსადენებით მოდის.

ნორდ სტრიმ 1“ არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა მილსადენი, რომელიც 2011 წელს დასრულდა და რუსული ვიბორგიდან გერმანიამდე არის გადაჭიმული.

ნორდ სტრიმ 2“ არის ცოტა ხნის წინ დასრულებული მილსადენი, რომელსაც ორმაგად უნდა გაეზარდა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი აირის მოცულობა. გერმანიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ პროექტის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.

ნედლი ნავთობის იმპორტი

ევროკავშირს უფრო მეტი ნედლი ნავთობი შემოაქვს რუსეთიდან, ვიდრე მომდევნო სამი ქვეყნიდან ერთად აღებული.

ეს არ არის გასაკვირი, რამეთუ რუსეთი 2020 წლის მდგომარეობით ნავთობის სიდიდით მესამე მწარმოებელი იყო მსოფლიოში. ქვეყანაში ფუნქციონირებს რამდენიმე ისეთი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, როგორიცაა „როსნეფტი“ და „გაზპრომი“.

რა იქნება მომავალში?

დასავლეთის სანქციების საპასუხოდ რუსეთი გარკვეული ნედლეულისა და საქონლის ექსპორტის აკრძალვას აპირებს. ამის შედეგად ევროპაში მკვეთრად გაიზარდა აირის ფასი, რამეთუ ბევრი შიშობს, რომ რუსეთი აირის მიწოდებას შეწყვეტს. ეს, რა თქმა უნდა, ძალზე უარყოფით გავლენას იქონიებს როგორც მომხმარებელზე, ისე ბიზნესზე.

2022 წლის მარტის დასაწყისში ევროკომისიამ და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ წარადგინეს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების წინადადებები.

“ჩვენ უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ქვანახშირისა და აირისგან დამოუკიდებელი. ჩვენ არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მიმწოდებელს, რომელიც ღიად გვემუქრება”. – ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი

ყველაზე დიდი მიმწოდებლის მოცილება პრობლემებთან არის დაკავშირებული – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის საკითხს, როგორიცაა ენერგეტიკა. ბევრ ქვეყანას არ გააჩნია რუსული იმპორტის დაუყოვნებლივ ჩანაცვლების შესაძლებლობა (ან სურვილი).

აღნიშნულ რეკომენდაციებში ასევე განიხილება ევროპის შიდა წარმოების გაზრდის ვარიანტები, თუმცა კომისიის ანგარიში გამორიცხავს ბირთვულ ენერგიას. სხვადასხვა მიზეზის გამო ევროპა გაყოფილია ბირთვული ენერგიის საკითხზე – ზოგიერთი ქვეყანა მას მხარს უჭერს, ზოგი კი ეწინააღმდეგება.