მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი გოლფერები

მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი გოლფერები

საუდის არაბეთის ნავთობდოლარების უძირო ჭაბურღილის წყალობით, მსოფლიოს ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენიდან ორი გოლფის მოთამაშეა, 52 წლის ცაცია ლიდერით.

სეპარატისტული LIV Golf-ტური, რომელიც საუდის არაბეთის $620 მილიარდის (აქტივები) სუვერენულ ფონდს ეკუთვნის, ბევრ რამეს წარმოადგენს. ის უფრო სწრაფია, ვიდრე PGA Tour, 54-ფოსოიანი („LIV“ რომაული ციფრებით) ფორმატით, რომელსაც სამ დღეს თამაშობენ. ის უფრო ხმამაღალია, ჩაწოდებისას ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკით. ის ნაკლები სიხშირისაა, ღონისძიებების ერთი მეექვსედის რაოდენობით. მაგრამ, ძირითადად, ის უბრალოდ უფრო მდიდარია. LIV Golf-ი ფულთანაა კავშირში. ფულის მთელ გროვებთან. 

საუდის არაბეთის მთავრობა $2.4 მილიარდს ხარჯავს LIV-ში მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ლიგის დასაწყებად, რომლის დიდი ნაწილი საუკეთესო ნიჭის მოზიდვაზე მოდის. საერთო ჯამში, LIV-მა მაისის შემდეგ ათი ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე გოლფერის შემოსავალი დაახლოებით $370 მილიონით გაზარდა, რამაც მათი ერთობლივი ანაზღაურება რეკორდულ $650 მილიონს გაუტოლა.

„მინდოდა, თავიდანვე რაღაცის ნაწილი გავმხდარიყავი “, ამბობს ბრაისონ დეშამბო, რომელმაც 2020 წელს, 27 წლისამ მოიგო აშშ-ის ღია პირველობა, და LIV-ს ივნისში შეუერთდა. „რესურსები, დრო, დასვენება და შემდეგ სიამოვნების ფაქტორი იყო ის, რის გამოც მე შევძელი და მინდოდა ამ ნახტომის გაკეთება“. 

რა თქმა უნდა. მაგრამ ამაში მას ალბათ ეხმარება, რომ ის სავარაუდოდ იღებს $125 მილიონზე მეტს LIVისგან გარანტიის სახით, რომლის ნახევარიც, Forbesის შეფასებით, მას წინასწარ გადაუხადეს. ამ $62 მილიონმა დეშამბო აიყვანა მე-3 ადგილზე მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან გოლფის მოთამაშეთა შორის, ჯამური შემოსავლით გადასახადებამდე$86 მილიონით ბოლო 12 თვის განმავლობაში, და მას პლანეტაზე მე-11 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად ხდის, ტომ ბრედიზე წინ.

უარყოფითი მხარე? აღარ არის PGA Tour, აღარ არის Players Championship-ები და აღარ არის საერთაშორისო შეჯიბრი Ryder Cup-ისთვის. PGA Tour-ის ყველა სხვა დეზერტირის მსგავსად, წევრობა დეშამბოსაც შეუჩერდა. საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ გოლფის მოთამაშეებს მაინც უნდა შეეძლოთ ასპარეზობა Masters-სა და გოლფის სამ სხვა დიდ ტურნირებში, რომელთაგან არცერთი არ იმართება PGA Tour-ის მიერ.

ორგზის მთავარ გამარჯვებულ დასტინ ჯონსონს, რომელიც ამ ივლისში სენტ-ენდრიუსში ბრიტანეთის ღია პირველობაზე მეექვსე ადგილზე გავიდა, დეშამბოზე უკეთესი გარიგებაც კი ჰქონდა. 38 წლის პროფესიონალმა სამხრეთ კაროლინიდან, რომელიც დაქორწინებულია უეინ გრეცკის ქალიშვილ პაულინაზე, გასულ წელს $97 მილიონი აიღო, მათ შორის მაისში LIV-სგან ხელმოწერის $62 მილიონის პრემიის სახით. საუდის არაბეთის ფული ჯონსონს მსოფლიოში მეხუთე ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენად აქცევს. ეს მარტივი არჩევანი იყო, ამბობს ის:„ითამაშე ნაკლები გოლფი, ითამაშე მეტი ფულისთვის ეს უბრალოდ საზრიანი იყო“. 

ყველაზე დიდი გამარჯვებული? ფილ მიკელსონი. ექვსი ძირითადი და 45 PGA-ს ტურნირის მოგებით, მისი თაობის მეორე ყველაზე წარმატებული გოლფის მოთამაშე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალი ტურნირის მხარდაჭერა გამოთქვა. ჯერ კიდევ თებერვალში ის გააკრიტიკეს (რის შემდეგაც თამაშისგან შესვენება აიღო) იმის გამო რომ, როგორც ჩანს, თვალი დახუჭა საუდის არაბეთის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე, იმის სანაცვლოდ, რომ „სიცოცხლეში ერთხელ შეექმნა შესაძლებლობა, შეცვალოს PGA Tour-ის მუშაობის სტილი“. რამდენიმე სპონსორმა მასზე უარი თქვა. მაგრამ ანაღვლებს კი ეს მას? LIV-მა ზარალი ერთიორად აუნაზღაურა, მისცა რა მიკელსონს $200 მილიონის გარანტია, რომლის ნახევარიც მან სავარაუდოდ წინასწარ მიიღო. მთლიანობაში, 52 წლისამ გასულ წელს $138 მილიონი გამოიმუშავა, რითაც 2022 წელს მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი გახდა, ფეხბურთის სუპერვარსკვლავ ლიონელ მესის ($130 მილიონი) შემდეგ.

არის რისკებიც. LIV Golf-ს არ ჰყავს აშშ-ის მთავარი, საყვარელი სამაუწყებლო პარტნიორი ან ღონისძიების სპონსორები. LIV-ით დაინტერესებულები იძულებულნი არიან, ტურნირს YouTube-ზე უყურონ. და ამ ტურზე ნაღდ ფულს წვავენ. შემოსავალი შეზღუდულია და გარდა ხელმოწერის უზარმაზარი ბონუსებისა და თითო ღონისძიებაზე წარმოების მრავალმილიონიანი დოლარის ბიუჯეტისა, 2022 წელს LIV-ის გარანტირებული საპრიზო თანხა $255 მილიონია. „როგორც ყველა სტარტაპს, შენ გაქვს წვის კოეფიციენტი, და იქნება ეს, ჯანდაბა, Amazon-ი თუ Uber-ი თუ სხვა, ისინი ყველანი ხარჯავენ გარკვეულ ფულს, სანამ არ მიაღწევენ მოგებიანობის წერტილს”, ამბობს LIV Golf-ის პრეზიდენტი და Tampa Bay Buccaneers-ის ყოფილი აღმასრულებელი ატულ ხოსლა.

PGA-ტურს უმოქმედოს ვერ დაარქმევ. ივნისში მან რვა ტურნირის საპრიზო ფონდი $53.8 მილიონით, Players Championshipისა კი $25 მილიონამდე გაზარდა. მეორე მხრივ, PGA Tour-ის მკაცრმა პოზიციამ მისი წევრების LIV-ღონისძიებებში მონაწილეობის ნებართვის მიცემის საწინააღმდეგოდ, იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიური გამოძიება გამოიწვია.

ერთი გოლფის მოთამაშე, რომელიც უარს ამბობს LIV-ის თამაშზე, ტაიგერ ვუდსია. LIV Golf-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ნორმანმა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც დიდი თეთრი ზვიგენი თავისი დიდების დარბაზის სათამაშო კარიერის დროს, Washington Post-ს განუცხადა, რომ ვუდსმა უარყო LIV-ის „მაღალი ცხრა ციფრის“ შეთავაზება. ამ გადაწყვეტილებამ ვუდსი, რომელიც ოდესღაც, ათი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი იყო, უცნობ ტერიტორიაზე გადაისროლა ის ახლა მხოლოდ მეხუთეა ყველაზე მაღალანაზღაურებად გოლფერებს შორის, საერთო$68 მილიონის შემოსავლით. ის არ ნანობს. „მე, უბრალოდ, არ მესმის ეს, თქვა მან ბრიტანეთის ღია პირველობის წინ. უბრალოდ, ვერ ვხედავ, რამდენად დადებითია ეს ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრი ამ მოთამაშისთვის“.

ტოპ-10

1 – ფილ მიკელსონი, 52 წლის

მთლიანი გამომუშავება: $138 მლნ | მინდორზე: $102 მლნ; მინდვრის გარეთ: $36 მლნ

KEYUR KHAMAR/GETTY IMAGES

LIV­-თან გარიგების წყალობით ცაციამ გადალახა $1­-მილიარდიანი კარიერის შემოსავლის ზღვარი. მოთამაშეებიდან ერთ­-ერთ იმ მცირერიცხოვანთაგანს (მათ შორისაა ტაიგერ ვუდსი, დასტინ ჯონსონი, ვიჯეი სინგჰი და ტომ უოტსონი), რომელმაც მიიღო უვადო წევრობა PGA-­ტურში, მიკელსონს ეს პრივილეგია შეუჩერდა მას შემდეგ, რაც ის LIV­-ს შეუერთდა.

2 – ჯასტინ ჯონსონი, 38 წლის

მთლიანი გამომუშავება: $97 მლნ | მინდორზე: $68 მლნ; მინდვრის გარეთ: $29 მლნ

CODY PICKENS FOR FORBES

დაიკავა რა ახლახან მსოფლიოში მე­-16 ადგილი, ჯონსონი იყო პირველი ვარსკვლავი, ვინც მაისში გადახტა LIV­-ზე, დაახლოებით$125 მილიონის შეთავაზებით. ნოემბერში მან გაანაღდა თავისი წილი BodyArmor-­ში გაუმჟღავნებელი თანხით. სპონსორები Adidas­-ი და TaylorMade­-ი მასთან დარჩნენ მისი PGA Tour­-იდან წასვლის შემდეგ.

3- ბრაისონ დეშამბო, 28 წლის

მთლიანი გამომუშავება: $86 მლნ | მინდორზე: $66 მლნ; მინდვრის გარეთ: $20 მლნ

CODY PICKENS FOR FORBES

მან გამოიმუშავა $560,000 თავისი პირველი LIV­-ღონისძიებიდან ივლისში, თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე 2022 წლის შვიდი წინა ტურნირის დროს.

4- ბრუქს კოპკა, 32 წლის

მთლიანი გამომუშავება: $69 მლნ | მინდორზე: $53 მლნ; მინდვრის გარეთ: $16 მლნ

CARMEN MANDATO/GETTY IMAGES

კოპკამ, რომელმაც ოთხი ძირითადი ტურნირი მოიგო და რომელსაც დეშამბოსთან სასტიკი მეტოქეობა აქვს, LIV­-ისგან $100მილიონის გარანტია მიიღო. 

5 – ტაიგერ ვუდსი, 46 წლის

მთლიანი გამომუშავება: $68 მლნ | მინდორზე: $43,500; მინდვრის გარეთ: $68 მლნ

STUART FRANKLIN/R&A/GETTY IMAGES

 გოლფის ერთადერთ მილიარდერ ვუდსს არ სჭირდება საუდის არაბეთის ფული.

6 – რორი მაკილროი, 33 წლის

მთლიანი გამომუშავება: $43 მლნ | მინდორზე: $9 მლნ; მინდვრის გარეთ: $34 მლნ

SAM GREENWOOD / GETTY IMAGES

მაკილროი ხმამაღლა უჭერდა მხარს PGA Tour­-ს და უთხრა CBS-­ს, რომ „გოლფის სამყაროში LIV Golf­-ისთვის ადგილი არ არის“. ეს შეიძლება კარგად მოუბრუნდეს. Workday დათანხმდა ჩრდილოირლანდიელის სპონსორობას თებერვალში. იმავე თვეში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ გამოაცხადა, რომ არ განაახლებს კონტრაქტს Mickelson­-თან.

7 – სერჯო გარსია, 42 წლის

მთლიანი გამომუშავება: $42 მლნ | მინდორზე: $35 მლნ; მინდვრის გარეთ: $7 მლნ

DAVID CANNON /GETTY IMAGES

ესპანელი და 2017 წლის მასტერსის ჩემპიონი იყო პირველი ტალღის ნაწილი, რომელიც შეუერთდა საუდის არაბეთის ახალ ტურს.

8 – ჯორდან სპითი, 29 წლის

მთლიანი გამომუშავება: $39 მლნ | მინდორზე: $8 მლნ; მინდვრის გარეთ: $31 მლნ

JED JACOBSOHN /GETTY IMAGES

მსოფლიოს ყოფილმა ნომერ 1-­მა კვლავ დაადასტურა თავისი ლოიალობა PGA-­ტურის მიმართ ივლისში: „ნებისმიერი ცნობა იმის შესახებ, რომ მე ვფიქრობ PGA­-ტურის გარდა სხვაგან თამაშს,კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს“. ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ის დარჩება Under Armour­-ის გოლფის ბიზნესის სახედ 2029 წლამდე.

9 – პატრიკ რიდი, 32 წლის

მთლიანი გამომუშავება: $37 მლნ | მინდორზე: $34 მლნ; მინდვრის გარეთ: $3 მლნ

KEVIN C. COX / GETTY IMAGES

მეტსახელად „კაპიტანი ამერიკა” უწოდეს. ახლა, როცა არა აქვს ევროპა-­შეერთებულ შტატებთან შეჯიბრში მონაწილეობის მიღების უფლება, ის ახალ დროშას აფრიალებს: ბრიტანეთის ღია პირველობაზე 32 წლის მამაკაცი ქუდზე, საყელოსა და სახელოზე LIV Golf­-ის ლოგოს ატარებდა.

10 – შარლ შვარცელი, 37 წლის

მთლიანი გამომუშავება: $34 მლნ | მინდორზე: $30 მლნ; მინდვრის გარეთ: $4 მლნ

CHRIS TROTMAN/LIV GOLF

2011 წელს შვარცელმა მასტერსზე $1.4 მილიონი მოიგო, რაც იყო მისი პირველი და ერთადერთი დიდი საჩემპიონატო მოგება.სამხრეთაფრიკელის გამარჯვებამ LIV­-ის საინაუგურაციო ღონისძიებაზე ლონდონში, ივნისში, მას ამ თანხაზე სამჯერ მეტი მოუტანა.

 

მეთოდოლოგია: მოგება არის გადასახადამდე 2021 წლის 3 ივლისიდან 2022 წლის 3 ივლისამდე. საველე ციფრებში შედის საპრიზო თანხა და ბონუსები. მინდვრის გარეთ შემოსავალი არის სპონსორობის გარიგებების, გარეგნობის მოსაკრებლების, სამახსოვრო ნივთებისა და ლიცენზირების შემოსავალი, პლუს ფულადი სახსრები სხვა ბიზნესწამოწყებიდან. შეფასებები ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას და საუბრებს ინდუსტრიის ათეულ ინსაიდერთან. აგენტის საფასური არ გამოიქვითება.